Archive | May 1, 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთები

imageამ სტატიას ვუძღვნი ყველაზე მაღალს, რაც კი დედამიწაზე არსებობს-მთებს. ვგეგმავ რამოდენიმე სტატიის დაწერას. პირველ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ 10 მწვერვალს. მე პირადად მთებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ.
ადგილი 10. ანაპურნაimage
მთა ანაპურნა მეათეს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შორის. მისი სიმაღლე 8091 მეტრია. მწვერვალი ნეპალის ჰიმალაებში მდებარეობს. ის პირველად ადამიანმა მხოლოდ 1950 წელს დაიპყრო.
ადგილი 9. ნანგაპარბატიimage
სიმაღლე 8126 მეტრი. მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაებში. მდინარეებს ინდ-კაშმირსა და აქტორს შორის. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვერვალია. 2011 წლის მონაცემებით აქ 64 ადამიანი დაიღუპა.
ადგილი 8. მანასლუimage
მსოფლიოს მერვე გიგანტია სიმარლით 8156 მეტრი. მდებარეობს ნეპალში. შედგება 2 მწვერვალისაგან სამხრეთ მანასლუ (8156 მეტრი) და ჩრდილოეთ მანასლუ (7157 მეტრი).
ადგილი 7. დჰაულაგირიimage
სიმაღლე 8167 მეტრი. გასაოცარია, მაგრამ ეს მწვერვალიც ჰიმალაებშია განლაგებული. დჰაულაგირის მასივი 11 მწვერვალისგან შედგება, რომელთაგან 1 აღემატება 8000 მეტრს, დანარჩენები კი 7000 მეტრზე მაღლები არიან. სანსკრიტიდან ნათარგმნი ეს სახელი “თეთრ მთას” ნიშნავს.
ადგილი 6. ჩო-ოიუimage
სიმაღლე 8201 მეტრი. მასივი ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე მდებარეობს (ისევ ჰიმალაებში). ნეპალის მხრიდან ძალიან ციცაბოა, ამიტომ ალპინისტები ტიბეტიდან ადიან.
ადგილი 5. მაკალუimage

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთების ხუთეულს ხსნის 8481 მეტრი სიმაღლის მწვერვალი მაკალუ. გამოიცანით სად მდებარეობს… დიახ! ჰიმალაებში. ორივე მწვერვალი, რომლისგანაც შედგება მთა აღემატება 8000 მეტრს.
ადგილი 4. ლჰოცზეimage
სიმაღლე 8516 მეტრი. კიდევ ერთი მასივი ჰიმალაებში. საინტერესოა, რომ 2003 წელს მასზე 243 ალპინისტი ავიდა, რომელთაგან 11 დაიღუპა.
ადგილი 3. კაჩენჯანგაimage
ფინალისტების სამეულს 8586 მეტრი სიმაღლის მწვერვალი ხსნის. მდებარეობს ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. შედგება 5 მწვერვალისაგან. თარგმანში ნიშნავს “დიდი თოვლის 5 საუნჯეს”. ნეპალში არსებობს ლეგენდა, რომ ეს ქალი მთაა, ამიტომ ის კლავს ყველა ქალს ვინც მასზე ასვლას ცდილობს. ერთადერთი ქალი ვინც დაიპყრო ეს მთა იყო ინგლისელი ჯენეტ ჰარისონი (1998 წელი).
ადგილი 2. ჩოგორი (K2)image
სიმაღლე 8611 მეტრი. ვიპოვეთ მთა, რომელიც ჰიმალაებში არ მდებარეობს. ის აღმართულია ქაშმირში, ჩინეთის საზღვართან. K2 მას დაარქვეს რადგან ყარაყორუმის მასივის 5 მწვერვალიდან სიმაღლეში მეორე იყო. სიკვდილიანობის კოეფიციენტი აქ 25%-ს შეადგენს.
ადგილი 1. ევერესტიimage
იგივე ჯომოლუნგმა. ზღვის დონიდან 8848 მეტრი. ამ სიმაღლიდან იშლება ულამაზესი ხედი ახლოს მდებარე სხვა ბუმბერაზ მწვერვალებზე. განლაგებულია რა თქმა უნდა ჰიმალაებში. მწვერვალზე ქრის ძალიან ძლიერი ქარი (200 კმ/სთ), ღამე კი ტემპერატურა -60 გრადუს ცელსიუსს აღწევს.ტიბეტურიდან ჯომოლუნგმა ითარგმნება, როგორც “სიცოცხლის ღვთაებრივი დედა”.ევერესტს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, ამიტომ აქ ბლომად ნაგავი დაგროვდა, სწორედ ამის გამო უწოდეს მთას “მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი”.

კუს ტბა

კუს ტბა,  — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 -ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.

ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.Turtle Lake, Tbilisi (1).jpg

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბაბაზალეთის ტბა — ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.[1]

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.[1]

გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიურიდაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.[2]

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.Lake Bazaleti in Dusheti.jpgBazaleti Lake, Georgia (F).jpgBazaleti resort (Photo A. Muhranoff, 2011).jpg

აბუდელაურის ტბა

აბუდელაურის ტბა — მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.აბუდელაურის თეთრი ტბა(აბუდელაურის თეთრი ტბა)(ლურჯი ტბა)(მწვანე ტბა)

ყველაზე დიდი ხე

ყველაზე დიდი ხე მსოფლიოში არის გენერალ შერმანის ხე, რომელიც მდებარეობს აშშ-ს ეროვნულ პარკში „სექვოია“, სიერა-ნევადას მთებში. ამ გიგანტური ხის სიმაღლე უტოლდება 83 მეტრს, ხოლო სვეტის გარშემოწერილობა – 24 მეტრს.

ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩამოდის გენერალ უილიამ შერმანის – სამოქალაქო ომის გმირის ხის სანახავად. დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ ხე სამი ათასი მეტი წლისაა, თუმცა ბოლო დაკვირვებებმა განსაზღვრეს მისი ზუსტი ასაკი-ზუსტად ორი ათასი წელი.

გენერალ შერმანის ხე კვლავ განაგრძობს ზრდას- ყოველ წელს სვეტის კორპუსის დიამეტრი იზრდება 1,5 სმ-ით.

ექვსი ყველაზე იდუმალი ტყე მსოფლიოში

ადამიანები, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიჩნევდნენ, რომ იდუმალებით მოცულ, დაბურულ ტყეში, შესაძლოა ბნელი ძალები ბუდობენ და უცნაური მოვლენებიც
არცთუ იშვიათად ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებია პატარებისთვის? მათ ვისაც მისტიკის სჯერათ, ირწმუნებიან, რომ ეს სულაც არ არის ასე და დედამიწაზე ახლაც არსებობს ტყეები, სადაც აუხსნელი, იდუმალი ფაქტები ფიქსირდება.image

Wychwood Forest – დიდ ბრიტანეთში არის ტყე, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარეობს და ოდესღაც სამეფო სანადირო ადგილებს წარმოადგენდა. აქ მოხვედრილი
ხალხი გრაფ ლესტერის გარდაცვლილი მეუღლის აჩრდილს ხედავენ, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში, ამავე ტყეში დაიღუპა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ დაქვრივებული გრაფი ტყეში ნადირობისას
გარდაცვლილ მეუღლეს გადაეყარა. აჩრდილმა უთხრა, რომ ისინი ათი დღის შემდეგ კვლავ ერთად იქნებიან. ათ დღეში, სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი მართლაც ავად გახდა და დაიღუპა. აჩრდილი კი დღემდე დაბორიალობს ტყეში.

Frith Wood – ეს ტყეც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მე–19 საუკუნეში, აქ, ნაპოლეონის ომების დროს ტყვედ ჩავარდნილი ფრანგი სამხედროებისათვის ყაზარმები ააშენეს. ერთ–ერთი ტყვე ადგილობრივ გოგონას შეუყვარდა, მაგრამ ამ სიყვარულის
წინააღმდეგნი მამა და ძმა აღმოჩნდნენ, რომლებმაც უცხოელი მხეცურად მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონაც მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ, ტყეში ხშირად ხედავდნენ მობორიალე აჩრდილს, რომელიც ადგილობრივ გლეხებს აშინებდა.

Epping Forest – კიდევ ერთი იდუმალი ტყე, რომელიც დიდ
ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარეობს, გამოირჩევა არა მხოლოდ მისტიკური, არამედ რეალური საშინელებებითაც. ეს იყო ცნობილი, დაუნდობელი დამნაშავეების – დიკი ტარპინის და პოლიციელის მკვლელის, გარი რობერტსის თავშესაფარი. ამბობენ, რომ ბოროტი ტარპინის აჩრდილი ახლაც დაძრწის ტყეში. ბრიტანეთის ერთ–ერთი სატელევიზიო არხი მოჩვენების გადაღებას შეეცადა, თუმცა ვერაფერს მიაკვლია.

Schwarzwald – ნაკლებად საშინელი ისტორიები უკავშირდება
გერმანიაში მდებარე ამ დაბურულ, უღრან ტყეს. ის მდინარე რაინის ნაპირის გასწვრივ მდებარეობს და ძმები გრიმების და სხვა არაერთი მეზღაპრის შთაგონების წყარო გახდა. იქ მოხვედრილს
მართლაც უჩნდება შეგრძნება, რომ სადღაც ზღაპრულ სამყაროში მოხვდა და იქ სიახლოვეს ელფები და კუდიანები იმალებიან. ტყეში შესვლისთანავე, მნახველის გონებაში ცოცხლდება ზღაპრები ბოროტ ჯადოქრებზე, კეთილ გნომებზე, მოჩვენებებზე, შავი მაგიის საშუალებით მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე…

Hoia-Baciu – ეს ტრანსილვანიური ტყე, რომელიც რუმინეთში მდებარეობს, შოკში აგდებს ნებისმიერს. გარშემო მდებარე სოფლების მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ტყის ცენტრში მდებარეობს ცარიელი ადგილი და თუ იქ შეხვედი, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. როდესაც ამ ადგილს ადამიანი უახლოვდება, პანიკის შეგრძნება ეუფლება და გულისრევები ეწყება. საშიშ ტერიტორიასთან მიახლოვება სხვა ნიშნებითაც შეიძლება შეამჩნიოთ: ამ მიდამოებში,
ხეები, რომლებიც წესით სწორად უნდა იდგნენ, გაკვანძულები არიან.

Aokigahara – იაპონიაში, ფუძის მთის ჩრდილო–დასავლეთით, მდებარეობს დაბურული ტყე, რომელიც პლანეტის ერთ–ერთ
ყველაზე სახიფათო და უცნაურ ადგილად ითვლება. ტურისტს იქ გზა ძალიან ადვილად დაებნევა, რადგან კომპასი ჭკუიდან გადადის და ისრები უაზრო ტრიალს იწყებენ. თუმცა, გეოლოგებს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა აქვთ და ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის მიზეზი ხეებს ქვემოთ, მიწის სიღრმეში არსებული რკინის გიგანტური ფილებია, მაგრამ ახსნა არ აქვს იმ მოვლენას, რომ 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, 500–მა ადამიანმა ამ ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების მონათხრობით, ტყიდან ყოველ ღამით ისმის ყვირილის ხმა. როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სულებმა სიკვდილის შემდეგაც ვერ ჰპოვეს მოსვენება…

image

imageimageimageimage

ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი ადგილები მსოფლიოში

მსოფლიოში უამრავი საოცარი და ულამაზესი ადგილი არსებობს, თუმცა არსებობს ადგილები დედამიწაზეც, რომელიც სამოთხეს ძალიან ჰგავს და იქ მოხვედრას ყველა ოცნებობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამოფრქვევა არარატის მთა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ათასი წლის ხე, დასავლეთ უელსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ატლანტიკის ოკეანე გზა ნორვეგიაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანჯინის წითელი სანაპირო, ჩინეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ ისლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბილიკი მთაში, კანადა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფინგალის მღვიმე, შოტლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფერიის გუბეები, შოტლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფრიალო კლდე, საფრანგეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მანათობელი ჭიები, ახალი ზელანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაწონასწორებული მთის ქანი, ღმერთების ბაღში, კოლორადო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იელოუსტოუნის ნაციონალური პარკი, ამერიკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კიბეები ზეცაში, ისლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კოპერფილდის ქვიშიანი მეჩეჩი, ბაჰამა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლალისფერი დაცემა, ტენესი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისტიური ტყე, ნიდერლანდები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაციონალური პარკი, იუტა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პეტრას ტაძარი, იორდანე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პიანინოს ხიდი, ჩინეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბუნებრივად დაგებული ქვაფენილი, ირლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვიშის კოშკები, ნამიბია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახლი ორქვას შორის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახლი ხეზე, კალიფორნია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შუშის სანაპირო, კალიფორნია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვარდისფერი ტიტების გზა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხიდი იტალიაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყინულის ტერასები, თურქეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყვავილების მდინარე, ჰოლანდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვულკანი ეიგოშიმა, იაპონია

 

 

 

 

 

 

 

ამაზონის ტყე

imageამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ კმ იფარება ამაზონის ტყით.

ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს ტყის 13%, კოლუმბიაში – 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.

ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.

imageimage
imageimage

image

image
imageimageimage

imageimage

ამაზონის ტყე გამოირჩევა შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით. მსოფლიოს ცნობილი სახეობების 1/10 ცხოვრობს ამაზონის ტყეში. იგი წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას. ტყეში მეცნიერულად კლასიფიცირებულია შემდეგი სახეობები:

დაახლოებით 40 000 სახეობის მცენარე

2 200 სახეობის თევზი

1 294 სახეობის ფრინველი

427 სახეობის ძუძუმწოვარი

428 სახეობის ამფიბია

378 სახეობის ქვეწარმავალი

მსოფლიოს ფრინველთა სახეობის 1/5 ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეში, ასევე თევზების სახეობათა 1/5 წარმოდგენილია ამაზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. მთლიანობაში, ამაზონის ტყეში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა.

imageimage
imageimageimageimage

imageimage
imageimage
imageimage

imageimageimageimageimageimage
imageimage

image

image

image

imageimage
image

imageimage
imageimage
ამაზონის ტყეში წარმოდგენილია რამდენიმე ძალიან საშიში სახეობა. მათ შორის ყველაზე დიდი მტაცებელი არსებები არიან:

image

შავი კაიმანი

image

იაგუარი

image

კოუგარი

image

ანაკონდა

image

გველთევზა

image

“დედამიწის ფილტვები” —–>

ამაზონის ტროპიკულ ტყეს ამ მეტსახელით მოიხსენიებენ, რადგან იგი უზრუნველყოფს მსოფლიოს აუცილებელ გარემოს. ამაზონის ტყე აწარმოებს მსოფლიოს ჟანგბადის დაახლოებით 40%-ს. ამგვარად, ამაზონის ტყე უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.

“SOS Amazon”
imageimage

ამაზონის ტყე დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს. ექსპერტთა ვარაუდით, ტყის დარჩენილი ნაწილი შეიძლება მოხმარებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი 40 წლის განმავლობაში. ამაზონის ტყის რესურის განადგურებას ხელს უწყობს ტყით დაფარულ ქვეყნებში ტყის რესურსის ღირებულების აღქმა მხოლოდ მიწის ღირებულებით.

ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. ამაზონის განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000 სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. აშშ-ს ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც არიან კიბოს უჯრედების განვითარების აქტიური წინაღობები. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარეთა 70% სწორედ ამაზონის ტყეშია თავმოყრილი.

imageimage

ამაზონის ტყის უკონტროლო გაჩეხვის შედეგად, ტყეში შემცირდა აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობაც. თუკი 5 საუკუნის წინ ინდიელთა რიცხვი 10 მლნ-ს შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 200 000-ზე ნაკლებია.

imageimage

image

 

 

ულამაზესი საქართველოს ღირშესანიშნაობები

image
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი ფართობი მხოლოდ 69, 700 კვ/კმ-ია. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა: როგორებიცაა კაცხი, რაბათი, ბათუმი და სხვ.
რომ დავიწყოთ საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა დამეთანხმებით ერთი პოსტი კიარა ოციც კი არ გვეყოფა. ამიტომაც მე შევეცდები ჩამოვთვალო ისეთები რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და ძალიან ლამაზი.

კაცხის სვეტი.imageკაცხის სვეტი, შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.

რაბათი.image
რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.

ვარძია.image
ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ.

სვანეთი.imageimageსვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა.

ბათუმი.imageბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში. გამოირჩევა სილამაზით, იქ თავმოყრილია სხვადასხა კულტურის ძეგლები.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.imageთბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

გონიოს ციხე.imageგონიოს ციხე, აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხისშესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.

ქვაცანცალა.image
ქვაცანცალა — მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში „ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.

ბაგრატის ტაძარი.imageბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.
994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Cyanophyta), წყალმცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან პროკარიოტებს. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს არა აქვთ.პლანქტონურ სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები – პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით – ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენების კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. ბაქტერიებთან ერთად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. უძველესი ჯგუფია, ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვთ.