აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე

აფხაზეთი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს.მისი ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი ქედია,სამხრეთის კი-შავი ზღვა,რაც განსაკუთრებულ კლიმატს განაპირობებს.
აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნება,კარგი ამინდი და შავიზღვისპირა კურორტები ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს,თუმცა გასული საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი კონფლიქტის გამო მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა.აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევაა შემორჩენილი უმიკალური ენდემური მცენარეები.მათი დაცვის მიზნით შექმნილია რიწის,ბიჭვინთის,გუმისთის,მიუსერისა და ფსხუს ნაკრძალები.გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებების შორის მოქცეულ ვაკეტე მდებარეობს ულამაზესი ქალაქი სოხუმი,აფხაზეთის დედაქალაქი.

ქვის უძველესი ნაგებობები

აფხაზეთის ტერიტორიაზე ბევრგანაა შემორჩენილი ბრინჯაოს ხანის დოლმენები,რომლებიც,მეცნიერთა აზრით,ბელადების სამარხები იყო.ეშერაში აღმოჩენილია ძვ.წII ათასწლეულის ორი კრომლეხიც-წრიულად განლაგებული უზარმაზარი ლოდები.სავარაუდოდ ჰქონდა კრომლეხებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და მზის ტაძარს წარმოადგენდა.მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრომლეხი სამხრეთი ინგლიში მდებარე სთოუნჰენჯია.

ანაკოფია 7ს-დან მე-13ს-მდე ციხე-ქალაქი იყო სოხუმთან ახლოს,ივერიის მთაზე,დღევანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე.წერილობით წყაროებში ის პირველად მე-13 საუკუნეში,მურვან-ყრუს შემოსევების დროს გვხვდება.ანტიკური ტაძრის და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.1875წელს ათონის მთის ძირას,ძველი ანაკოფიის ადგილას ახალი ათონის მონასტერი დაარსდა.ის შავიზრვისპირა უდიდესი საეკლესიო ცენტრი იყო1924წლამდე,სანამ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ არ გააუქმა.დღეს აქ სამონასტრო ცხოვრება კვლავ აღდგენილია.

აფხაზეთში,შავი ზღვის სანაპიროსთან ბერძენმა ანტიკურ ხანაში ბევრი ქალაქი დააარსეს.ყველაზე ცნობილია დიოსკურია(ახლანდელი სოხუმი)რომლის ნაწილი დროთა განმავლობაში წყალმა დაფარა.მე-20საუკუნის50-იან წლებში არქეოლოგებმა სანაპიროსთან შავი ზღვის ფსკერის შესწავლა დაიწყეს და მრავალი საინტერესო ნივთი აღმოაჩუნეს,მათ შორის თიხის ჭურჭელი,დიოსკურიის მონეტები ძვ.წ 5 საუკუნისდროინდელი ქალებისა და ბავშვების გამოსახულებით.

აფხაზეთი მიწისქვეშა მდინარეებითა და მღვიმეებითაა განთქმული.ესენია:ახალი ათონის,აბრსკილის,შაქურიანის და ცივი მღვიმეები.ძალიან ლამაზია გუდაუთას რაიონში ზღვის დონიდან1950მეტრზე მდებარე კარსტული უფსრკული,რომელიც ერთ-ერთი უღრმესია მსოფლიოში.სპელეოლოგებმა ჯერჯერობით მხოლოდ1335მეტრზე სიღრმემდე ჩააღწიეს.მისი ზედა ნაწილი ზამთარ-ზაფხულის თოვლითა და ყინულითაა დაფარული,რის გამოც ბუნების ამ საოცრებას თოვლიან უბსკრულს ეძახიან.

ბიჭვინთა ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავიზღვის სანაპიროზე.ქვიშიანი პლაჟები,კარგი კლიმატი,განსაკუთრებიტ სუფთა ზღვა და ლამაზი ბუნება ყოველთვის დიდი რაოდენობით ტურისტს იზიდავდა.განსაკუთრებულ ხიბს ბიჭვინთას რელიქტური ანუ უძველესი ფიჭვის ტყე ანიჭებს,რომელიც აქ პლაჟიდან სულ რამდენიმე მეტრში იწყება.ამ ადგილის როგორც ქართული,ასევე ბერძნული სახელი პოსიუნტი ფიჭვისგან მომდინარეობს.

იმედია აფხაზეთი მალე ისევ დაგვიბრუნდება

ჩვენი პლანეტის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები.

ალბათ ბევრი პარანორმალური შემთხვევების მომსწრენი და მომსწრენი თუ არა გამგონი მაინც იქნებით, რომელთა სიღრმეში მეცნიერები ვერა და ვერ ჩაძვრნენ და დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. მინდა ასეთი ადგილების, დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოებების შესახებ გესაუბროდ, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში.

1. ტაოსური ხმაური.

ახალი მექსიკის ქალაქ ტაოსში მონოტორულად ხშირად ისმის დიზელის ძრავის მაგვარი ხმაური, რომელიც ადამიანის ყურს გაუგონარი ხმაურის დროსაც არ რჩება. მისი კვლევებით დღემდე ათასობით მეცნიერი იყო დაინტერესებული, თუმცა დეტალური ანგარიში ამ თავსატეხისა არ არსებობს.

image

2. ხელნაწერი წიგნი.

არსებობს ხელნაწერი წიგნი, რომლის გაშიფვრასაც მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან ვერ გაარკვიეს რა ენაზე იყო იგი დაწერილი, მათთვის გასაგებს ამ წიგნიდან მხოლოდ რამოდენიმე სურათი წარმოადგენს.

image

3. ბერმუდის სამკუთხედი.

ეს უცნაური ადგილი ცნობილია როგორც ბერმუდის სამკუთხედი. იგი მაიამის, ბერმუდსა და პუერტო-რიკოს შორის წყლის გამჭოლ ველს წარმოადგენს, რომელიც დიდი საიდუმლოებებით მოცული ადგილია. უამრავი გემი გაუჩინარდა ამ ტერიტორიაზე, თუმცა მოსაზრებების მიხედვით ეს უცხოპლანეტელთა ზეგავლენაა, რაიმე მაგნიტური ველი თუ გაზისებური დიდი ბუშტუკების სახით ქვესკნელი, დღემდე ამოუხსნელ ხასიათს ატარებს.

image

4. კრიპტოსის ქანდაკება.

ვლენგლში, შტაბ CIA-სგან არც ისე შორს გვხვდება ე.წ. კრიპტოსის ქანდაკება, რომლის ზედაპირიც კოდირებულია შიფრებით. ქანდაკება აგებულია Jim Sanborn-ის მიერ. ქანდაკების ოთხი კუთხეა მოცული ამ შიფრებით, რომელთაგან სამის გაშიფვრა მეცნიერებმა შეძლეს, ხოლო მეოთხის გაშიფვრას კი დღემდე მრავალი მცდელობისდა მიუხედავად საშველი არ დაადგა.

image

5. “ტამამ შუდ”.

1948 წლის დეკემბერში ავსტრალიის სანაპიროზე ადელაიდში იპოვეს კაცის გვამი, რომელსაც ხელში ქაღალდი ეჭირა წარწერით “ტამამ შუდ”, რაც პირდაპირი თარგმანით “დასასრულს” ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნების მთავრობას შეატყობინეს მის შესახებ, მოქალაქე ვერავინ ამოიცნო, არც ახლობლების სტატუსით გამოხმაურებულა ვინმე დაკარგულის ძიებით და ამ პირის ვინაობა დღემდე დარჩა საიდუმლოდ.
image

6. ჯორჯიის ფილები.

ჯორჯიის ქვის ფილები მდებარეობს ელბერტში და მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს შეიქმნა, მაინც საიდუმლო ხასიათს ატარებს. ამ ფილებზე 10 ახალი მცნებაა დაწერილი ინგლისურ, სუაჰილურ, ინდურ, ებრაულ, არაბულ, ჩინურ, რუსულ და ესპანურ ენაზე. დღემდე ვერავინ ამოხსნა თუ რისთვის შეიქმნა იგი და რა ხასიათს ატარებს.

image

7. ლოხ-ნესური ურჩხული.

წლების განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები დაედგინათ თუ რას წარმოადგენდა “ლოხ-ნესურ ურჩხულად” წოდებული ცხოველი, რომელიც მრავალი მოსაზრების თანახმად არის წყლის გველი, ან რომელიმე დინოზავრის შთამომავალი, რომელიც დღემდე ბინადრობს ტბა ლოხ-ნესში.

image

8. ეიტი.

როგორც “თოვლის კაცის” არსებობა დადასტურებულია, არსებობს ასევე არსება ეიტი, რომელიც ბინადრობს ა.შ.შ-სა და კანადის მიმდებარე მთებში. იგი გორილას მსგავსია, თუმცა სიარულით ძალზედ წააგავს ადამიანს. სინამდვილეში კი რა არის ეს არსება, ვერავინ მოახერხა გაეგო.

image

9. სტოუნჰენდჟის ლოდები.

გასაოცარი ფაქტი, რომლის თანახმად ლოდები ერთმანეთზე აწყვია, ხოლო საიდუმლო თუ როგორ და რატომ შეიქმნა, დღემდე ჩრდილშია და მისი ამოხსნა ვერავინ მოახერხა.

image

10. ატლანტიდა.

ოდესღაც არსებობდა ქალაქი ატლანტიდა წყალ ქვეშ, სადაც ქალთევზები და სხვა წყალში მობინადრენი ცხოვრობდნენ. ატლანტიდის შესახებ ცნება პლატონმა გაავრცელა, რომელსაც მოგზაურობების დროს ბევრი რამ სმენია ამ წყალქვეშა ქალაქის შესახებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სიღრმეში მართლა არსებობს ამ ქალაქის ნაშთები, დასაბუთებით მის შესახებ ვერავინ ლაპარაკობს.

image

11. უცხოპლანეტელი.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფაქტი არსებობს იმაზე, რომ აღმოჩენილი იქნა “აღდგომის კუნძული”, “ბერმუდის სამკუთხედი”, “მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული ინციდენტები”, ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა დასაბუთებას არსებობენ თუ არა სხვა პლანეტის ბინადარნი- “უცხოპლანეტელები” და დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს კონსენსუსი.

image

12. სანაპიროზე მოცურავე მოჭრილი ფეხები.

ზაფხულობით ზღვაზე დასვენება და ფეხის დასველება ყველასათვის ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ის რაც ბრიტანულ კოლუმბიაში ხდება, უკვე ნორმალურ მოვლენას არ ჰგავს. რამოდენიმე წლის განმავლობაში ზღვა ნაპირზე რიყავდა ადამიანის მოჭრილ ფეხს და ამაზე უამრავი თეორია წარმოიშვა, თუმცა რაიმე რეალური ხელ ჩასაჭიდი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ვერ იპოვეს.

image

13. დ.ბ. კუპერი.

როდესაც კანონდამრღვევმა დ.ბ. კუპერმა გაიტაცა 200 000$-ის ღირებული ბოინგ 727, რაღა თქმა უნდა დაედევნენ და იგი პარაშუტით გადმოხტა თვითმფრინავიდან და გაუჩინარდა, მის კვალს ვერსად მიაგნეს. ეს ერთ-ერთი საოცარი და საიდუმლოთი მოცული ფაქტია ამერიკის ისტორიაში.

image

14. სატვირთო გემი “ორანგ მედანი”.

თუ რა გახდა სატვირთო გემის “ორანგ მედანის” ჩაძირვა, დღემდე გასაიდუმლოებულია. 1947 წელს მომხდარი ფაქტი დღემდე გაურკვეველია, რადგან გემის ჩაძირვის დროს იყო შეტყობინება SOS, თუმცა როცა გაირკვა ვითარება, სიგნალის დროს გემის კაპიტანი ყველა წევრთან ერთად და მათ შორის გადამცემთან მომუშავე პირიც უკვე დაღუპულნი იყვნენ. გაჩნდა მოსაზრებები მოჩვენებებზე, უცხო პლანეტელენზე, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა, ფაქტია მხოლოდ ის, რომ ამხელა სატვირთო გემი გაურკვეველი მიზეზით ჩაიძირა და ყველა წევრი მასზე არსებული შეტყობინებამდე ადრე დაიღუპა.

image

15. ალუმინის სოლი.

1947 წელს რუმინეთში ექსპედიციის მიერ 10 მეტრით მიწის სიღრმეში აღმოჩენილი იქნა სამი ობიექტი, რომელთაგან ორი მათგანი პრეისტორიული პერიოდის სპილოს ძვლები აღმოჩნდა, რომლებიც თარიღდება 2, 5 მილიონი წლით წინ, ხოლო მესამე ობიექტი კი გახლავთ ალუმინის სოლი, რომელიც ასევე იმ ძვლებთან ერთად იპოვეს. მოგეხსენებათ, რომ ალუმინი ძნელად მისაღები ლითონია, რომელიც ყველა სტანდარტის შესაბამისად 19-ე საუკუნეში დახვეწეს. ამიტომ ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს თუ როგორ აღმოჩნდა 2, 5 მილიონი წლის წინათ პრეისტორიული სპილოს ძვლებთან ერთად ეს ლითონი.

image

ქვეყნის აღსასრულის 10 ძირითადი თეორია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით სამყარო 2015 წელს მიითვლის ძალიან მალე და მანამდეც უამრავი იყო, ხოლო საერთო ჯამში როგორც მეცნიერები ამბობენ 4, 6 მილიარდ წელიწადს გადააჭარბა, (ადამიანის გონება არის ძალიან რთული, ვინაიდან მოიცავს ფართომასშტაბიან დროის ერთეულს. ერა და ეპოქა- რთული სიტყვებია გასაცნობიერებლად. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოღებული დროის ერთეული სრულიად გაუგებარია და უფრო უცნაურია ის, რომ დროს გააჩნია სიღრმე. დრო იზომება მილიარდობით წლების წინიდან, რადგან სამყარო შეიქმნა 4, 6 მილიარდი წლის წინ. ბევრმა ადამიანმა დროის ფანტასტიური გრაფიკები არ მიიღო, ვინაიდან მათმა ტვინმა ვერ შეძლო მათი გააზრება და ხაზს უსვამს, რომ დედამიწა შეიქმნა 6000 წლის წინ, როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული.) დღემდე მაინც იდუმალებითაა მოცული დადგება კი აღსასრული ამა სოფლისა და როდის?!! თუმცა მეცნიერები მაინც აყენებენ თავისებურ მოსაზრებებს სხვადასხვა ფატქებზე დაყრდნობის მიზნით, მტკიცებულება კი იმისა, თუ როდის დასრულდება დედამიწაზე არსებობა და რა იქნება მას შემდეგ, ფაქტობრივად არ არსებობს.

image

დღევანდელ სტატიაში, სწორედ რომ ქვეყნის აღსასრულის 10 თეორემა მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც მეცნიერებმა სხვადასხვა ფაქტებიდან გამომდინარე წამოაყენეს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან.

1. დიდი გარღვევა.

ქვეყნის აღსასრულის ყველაზე გავრცელებულ ვერსიად სახელდება დიდი გარღვევა. სამყარო წარმოშობის დღიდან დიდი აფეთქების წინაშეა, ვინაიდან მიმდინარეობს შეკუმშვის მაღალი პროცესი, რომელიც მთელი “არის” გარეთ გავლენას ახდენს გრავიტაციის ძალაზე. თეორიის მიხედვით შეკუმშვის სიმძიმის ძალა შეანელებს გაფართოვებას. შეკუმშვის პროცესი გადაეცემა და გამოიწვევს ვარსკვლავების, გალაქტიკის, პლანეტებისა და შავი ხვრელების უსასრულოდ გამკვრივებას, რაც გამოიწვევს ერთ დიდ გარღვევას.

image

2. სითბოს ჩახშობა.

როგორც ვიცით ტემპერატურა თანაბრად ნაწილდება მთელს პლანეტაზე, ხოლო თუ განვაზოგადებთ ამ ყოველივეს, მივალთ დასკვნამდე, რომ მიმოფანტულია ბნელი ნისლი და სიგრილე, რაც დროდადრო გამოიწვევს ვარსკვლავთ ქრობას და დაისადგურებს წყვდიადი, თავისთავად კი ნაწილაკები შეწყვეტენ სითბოს ენერგიის გადაცემას, რის გამოც სამყაროც იქნება ლიკვიდირებული.

image

3. შავი ხვრელები.

ერთ–ერთი პოპულარული თეორიაა ქვეყნის აღსასრულზე შავი ხვრელების გაჩენა სამყაროს გარშემო. ყველა გალაქტიკა ფლობს ცენტრში შავ ხვრელს, რომელიც თეორიის თანახმად იწვევს ვარსკვლავთა შეჭმას, შთანთქმას. მათ სანახავად ობიექტის ახლოს მიტანისას კი თვალისმომჭრელ ნათებას ვაწყდებით. ასევე თეორიის და ფაქტების თანახმად შავი ხვრელები სწრაფად ორთქლებადია, რის გამოც კარგავენ მოცულობას, ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გაგრძელდება სამუდამოდ, თუმცა დანამდვილებით ვინ იცის…image

4. დროის შეწყვეტა.

თუ არსებობს რაღაც მარადიული ჩვენს პლანეტაზე, რაღა თქმა უნდა ეს არის დრო და რა მოხდება თუ დრომ დაკარგა იმპულსი და გაიყინა? უბრალოდ შეწყვეტს დრო მსვლელობას და ჩვენ ყველანი და ყველაფერი რაც კი გარს გვაკრავს გაჩერდება, როგორც ფირზე აღბეჭდილი რომელიმე კადრი, მიუხედავად იმისა, რომ დროს გააჩნია უსასრულობა. ფიზიკოსებს სჯერათ, რომ დრო ფუნდამენტური საზომია სამყაროსი, თუმცა მაგალითები დროის ხაზოვან ნაკადზე, უარყოფს ფარდობითობის თეორიას. მიიჩნეოდა, რომ დრო იყო მარტივი და აბსოლიტური, სინამდვილეში კი მასზე გავლენას ახდენს სიჩქარე, ძალა და სიმძიმე. როდისმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, თუ როგორ იგებენ თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობით, თქვენს ადგილსამყოფელს რუკაზე? გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS)ჩართულია ტელეფონის ქსელში 24 თანამგზავრით, რომელთაგან თითოეულს აქვს ზუსტი ატომური საათი და დედამიწის საათთან შედარებით, ისინი დღეში კარგავენ 7 მიკროწამს, ვინაიდან მდებარეობენ დროის ნელ ნაკადში. კონპენსაციის გარეშე კი ეს მცირედი დანაკარგი იქნებოდა დროის დიდი დანაკარგი. სისტემა GPS-ს ხშირად შეაქვს მცირე კორექტირებები, რადგან დრომ იმოძრაოს ნელა, რასაც ფიზიკოსები “დროის გახანგრძლივებას” უწოდებენ. მისი გავლენით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს დედამიწის გარშემო 20 წლის მანძილზე და აღმოაჩინოს თავი უშორეს მომავალში, ხოლო დროის გახანგრძლივებას თუ ზუსტ წერტილამდე მივიყვანთ, შეიძლება გაჩერდეს დრო და უკვდავებას ჰქონდეს ადგილი.

image

5. დიდი შეჯახება.

დიდი აფეთქებისგან განსხვავებით დიდ შეჯახებასთან უფრო ოპტიმისტურად არის საზოგადოებისა თუ მეცნიერების ნაწილი განწყობილი. აქაც წარმოიდგინეთ იგივე სცენარი: გრავიტაცია ანელებს სამყაროს გაფართოვებას და უკან წევს ერთი ნაბიჯით. ამ თეორიაზე დაყრდნობით კი ადვილი წარმოსადგენია მოხდეს ერთი დიდი შეჯახება, ვინაიდან შეკუმშული პლანეტა შეიძლება გავაიგივოთ ბურთთან, რომელიც ხსენებულ მდგომარეობაში იწყებს ხტუნვას და გამოიწვევს შეჯახებას. თუმცა ამით არ ხდება სამყაროს სრული აღსასრული, უბრალოდ ადგილი ექმნება ხელახალ რეციკლირებას.

image

6. დიდი აფეთქება.

ქვეყნის აღსასრულის გამომწვევი მიზეზების დასახელებისას მეცნიერები რატომღაც ხშირად იყენებენ სიტყვას “დიდი”. სიით მე-6 ადგილზე დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ დიდი აფეთქებაა, რომლის წინაშეც მეცნიერების თქმით სამყარო დაარსების დღიდან დგას. თეორემის თანახმად ქვეყანას მართავს უხილავი “ბნელი ენერგია”, რომელიც იწვევს სწრაფ გაფართოვებას და ჩვენი პლანეტაც თავისთავად ახდენს გარღვევას. თეორემის ყველაზე მთავარ ნაწილს კი წარმოადგენს ის, რომ როდესაც ვარსკვლავები დაიწვება და აღარაფერი დარჩება მათგან, სწორედ მაშინ მოხდება დიდი აფეთქება, სავარაუდოდ კი 16 მილიარდი წლის შემდგომ. მაშასადამე, დიდი აფეთქებით გამოწვეული კატაკლიზმები კი პლანეტის ყველა სულდგმულს ცოცხლად დაწვავს, რაც იქნება ყველაზე საშინელი სიკვდილი დედამიწაზე.

image

7. ვაკუმური მეტასტაბილურობა.

ვაკუმური მეტასტაბილურობის თეორია ეფუძნება იდეას, რომ სამყარო არსებობს არასტაბილურ მდგომარეობაში. ზოგიერთი მტკიცებულებით კი სამყარო სტაბილურობის ზღვარზეა და რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში იგი საბოლოოდ დაინგრევა, ხოლო როდესაც ეს მოხდება, პარალელურად შეიქმნება ახალი ბურთი- ალტერნატიული სამყარო, სადაც სავარაუდოდ იქნება სიცოცხლე, რომლის ფიზიკის კანონები იქნება განსხვავებული და რაღა თქმა უნდა ცხოვრებაც განსხვავებული.

image

8. დროებითი ბარიერი.

დროებითი ბარიერის თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური საზღვარი არსებობს საზღვრებს მიღმა, რომელსაც არ გააჩნია გაფართოვების უნარი. ფიზიკის თანახმად კი მომდევნო 3, 7 მილიარდი წლის შემდეგ უნდა გადავლახოდ ეს ბარიერი, რაც ქვეყნის დასასრულს ნიშნავს. ამ ფიზიკის ზუსტ დებულებას ვერ ხსნიან მეცნიერები, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ამ მოვლენას საშინელი პერსპექტივა აქვს.

image

9. სამყაროს ბოლო არ უჩანს.

სამყაროს უსასრულობა არ უჩანს, იგი შეიძლება გაქრეს სამუდამოდ. მისი განადგურების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, როგორც უკვე განვმარტე სტატიის მსვლელობისას- გარღვევა, დიდი აფეთქება, დროის შეჩერება და სხვა.

image

10. სამყაროს მარადიულობა.

ეს ერთ-ერთი თეორიაა, რომელიც ადამიანებმა წამოაყენეს, თუმცა ახალი და უფრო მტკიცებული ფაქტები არ არსებობს, რაც მის ჭეშმარიტებაში დაგვაჯერებს. ამ ეტაპზე სამყაროს გაფართოვება ციკლურად მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო 20 წელში შეიძლება ამის უფრო მართებული მტკიცებულება გვქონდეს, კერძოდ კი რამდენად მარადიულია სამყარო, თუმცა ეს საკითხი იმდენად ხანგრძლივ სასწავლო კვლევებს მოიცავს, შესაძლოა სამუდამოდ გაგრძელდეს.

image

მეცნიერებმა მარსზე მფრინავი თეფში აღმოაჩინეს

image

მარსის სურათების კვლევისას მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს.

ვირტუალური საპლანეტაშორისო არქოლოგები არ იქექებიან გრუნტში, ისინი
Mars Orbiter Camera -ით გადაღებულ სურათებს ათვალიერებენ დიდი დაკვირვებით და
გაფაციცებით, რომელიც Mars Global Surveyor (MGS)-ის ზონდზეა
მიმაგრებული.რაც აღმოაჩინეს მეცნიერებმა შესაძლოა ნამდვილი სენსაციად
იქცეს.

image

სურათზე, რომელიც Malin Space Science Systems (MSSS)ოფიციალურ საიტზეა
განთავსებული ჩანს ნატურალური “მფრინავი თეფში”, მასზე კარგად ჩანს
ფანჯრებიც.

სფეროსებური
ობიექტი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 100 მეტრია ხრამის პირას დგას,
მასზე აირეკლება მეტალის ანარეკლი.ის აშკარად გამოირჩევა მთლიანი
პეიზაჟისგან მკაცრი გეომეტრიული ფორმებით.სრულიად ვერ იფიქრებთ, რომ თეფში
ლანდშაფტის ნაწილია.
სურათი ჯერ კიდევ 2000 წელსაა გადაღებული, თუმცა ახლა აღმოაჩინეს.
მხოლოდ შეიძლება ვიმკითხაოთ რა ხდება: იქნებ “თეფში” ახალი დამჯდარია, ან შესაძლოა უკვე მილიონობით წელია იქ დგას.

image

NASA-ს სპეციალისტებს აქვთ შანსი უფრო დაწვრილებით გაერკვნენ სიტუაციაში.
ადგილის კოორდინატები ცნობილია, ასე რომ შესაძლებელია HiRISE-ს კამერით
უფრო მაღალი ხარისხის სურათების გადაღება, რომელიც Mars Reconnaissance
Orbiter-შია ჩამონტაჟებული.

ბირთვისის ციხე

ბირთვისი – ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ფარცხისისაღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე.

ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები.

ფარავნის ტბა

ფარავნის ტბა შებინდებისასფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.

ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.

ნაპოვნია ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე დადიოდა დედამიწაზე

ნაპოვნია ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე დადიოდა დედამიწაზე.

ეს იყო ყველაზე მაღალი ცხოველი ჟირაფი და ყველაზე მძიმე image
სპილო.მეცნიერებმა მიაკვლიეს ყველაზე დიდი ცხოველის ნაკვალევსაც, ეს არის ბალაკიტერიუმი, რომელიც ცხოვრობდა აზიაში დაახლოებით 25-დან 40 მილიონი წლის წინ და იყო ყველაზე გრძელი, რაც ოდესმე არსებობდა ტყის ბინადარი დედამიწაზე.მეცნიერებმა რომელთაც მიაკვლიეს ამ ცხოველის “საფლავს” თვლიან, რომ მათი ეს აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროც იყო, რადგან მათ გაუადვილდათ სრული სახე შეექმნათ იმ ცხოველისა, რომელიც არსებობდა მანამდე.

დაახლოებით ბალაკიტერიუმი იყო ცხრა მეტრი სიგრძის, ექვსი მეტრი სიმაღლის და იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულით, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ მაღალი მთის ბინადარი ყოფილა.

imageimage
imageimage
imageimageimageimage

image